AiCar APK

AiCar

- „ქარშეარინგის“ სერვისი თბილისში
22.5174

AiCar는 트빌리시 최초의 전기차 운송 업체 서비스입니다.

최신 버전

업데이트
2021. 10. 26.
개발자
카테고리
Google Play ID
설치 수
50,000+

App APKs

AiCar APP

მიესალმეთ საქართველოში ურბანული ტრანსპორტის მომავალს - ელექტრულ ავტომობილების "ქარშეარინგ" მომსახურებას AiCar!

AiCar-ის მიზანია საქართველოს მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის ტაქსისა და პირადი ავტომობილის ნაცვლად ყველაზე ეკოლოგიური, ინოვაციური და კომფორტული მომსახურების გაწევა.

"ქარშეარინგი" - ეს არის მანქანის მოკლევადიანი დაქირავების სერვისი. მანქანები გაჩერებულია მთელი ქალაქის მასშტაბით და ელიან მძღოლებს. თქვენ არ გჭირდებათ ოფისში მოსვლა და წინასწარ გადახდა. გადმოწერეთ აპლიკაცია და ისიამოვნეთ თავისუფალი მგზავრობით - ამისთვის მხოლოდ ერთი დაწკაპუნებაა საჭირო.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანია გავაუმჯობესოთ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობა, ამიტომაც საწვავზე მომუშავე მანქანების ნაცვლად ვიყენებთ ელექტრომობილებს.

AiCar აპლიკაციის გამოყენება მარტივია:

• იხილეთ თქვენს ქალაქში ხელმისაწვდომი ყველა ავტომობილი.

o იპოვეთ უახლოესი ავტომობილი ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით და დაიქირავეთ. თქვენ გაქვთ 10 უფასო წუთი მგზავრობის დასაწყებად.

o აპლიკაცია დაგეხმარებათ თქვენი ადგილმდებარეობიდან მანქანამდე განსაზღვროთ მარშუტი.

o დაიქირავეთ მანქანა. დაივიწყეთ გასაღებების შესახებ - გააღეთ და დახურეთ მანქანა სმარტფონის გამოყენებით.

o შეგიძლიათ იმგზავროთ ნებადართულ ზონაში და გაჩერდეთ საჭიროებისამებრ.

o დაასრულეთ ქირაობა მანქანის თქვენს სახლთან, ოფისთან ან ნებადართულ ზონაში ნებისმიერ ადგილას გაჩერებით.

o თქვენ არ დახარჯავთ დროს ავტომობილის მოვლაზე - ჩვენ შევაკეთებთ, განვაახლებთ და გავწმენდთ მანქანას.

o ჩვენი ფლოტის ყველა მანქანა დაზღვეულია.

AiCar- ისიამოვნეთ მგზავრობის თავისუფლებით!
자세히 알아보기

광고