IRAO APP
სერვისებით სარგებლობისთვის გადმოწერეთ აპლიკაცია, გაიარეთ მარტივი რეგისტრაციის პროცესი ან ავტორიზაცია. აპლიკაცია განკუთვნილია მხოლოდ ირაოს სადაზღვევო პოლისების მფლობელთათვის, რომელთაც აღნიშნულ მომენტში აქტიური აქვთ სადაზღვევო პოლისი.
აპლიკაციის მახასიათებლები:
► სადაზღვევო პოლისები:
• აკონტროლეთ აქტიური სადაზღვევო პოლისები (ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა);
• პოლისის დეტალები;
• გადახდის გრაფიკი;
• ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი;
• ჯანმრთელობის დაზღვევის გეგმა, ლიმიტები და დაფარვები.
► ანაზღაურება:
• მოითხოვეთ ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე ანაზღაურება - ატვირთეთ ჩატარებული სერვისების სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია;
• მოითხოვეთ საგარანტიო წერილი;
• თვალი ადევნეთ ატვირთული განაცხადების ისტორიას, სტატუსსა და სხვა დეტალებს.
► დააფიქსირეთ თქვენი პრეტენზია, თხოვნა ან რეკომენდაცია;
► იხილეთ ჩვენი სერვის ცენტრების მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ჩვენი სერვისები თქვენს კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული და მოსახერხებელი გავხადოთ, შესაბამისად უახლოეს მომავალში კვლავ შემოგთავაზებთ განახლებულ სერვისებს.