Makhinji chuchuli APP
Book-application is the result of cooperation between Bakur Sulakauri Publishing and Electronic Bookstore Lit.ge. It is available both for iOS and Android users.
ეს წიგნი-აპლიკაცია ჰანს ქრისტიან ანდერსენის ცნობილი ზღაპრის, "მახინჯი ჭუჭულის", მიხედვით არის შექმნილი. ერთ-ერთი პირველი ქართული ინტერაქტიული წიგნი ნებისმიერი ასაკის ბავშვს მოეწონება. ყველაზე პატარები "მახინჯ ჭუჭულს" მოსმენით გაეცნობიან, ხოლო მათ, ვინც უკვე იცის კითხვა, შეუძლიათ ხმა გამორთონ და მხოლოდ ტექსტს მიადევნონ თვალი.
აპლიკაციის თითოეულ ეკრანზე მხიარული ანიმაცია და ხელის შეხებით გაცოცხლებული პექსონაჟები ყველა ბავშვს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს. წიგნი-აპლიკაცია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა" და Lit.ge-ს თანამშრომლობით შეიქმნა და ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისათვის.