Fix Tbilisi APP
აპლიკაციაში საკითხის დასაფიქსირებლად, უნდა გაიაროთ ავტორიზაცია, აირჩიოთ შესაბამისი კატეგორია, ატვირთოთ ფოტოსურათები და აღწერასთან ერთად მიუთითოთ ლოკაცია, სადაც დაზიანება შენიშნეთ. პრობლემის დაფიქსირების შემდეგ, ის გადაეცემა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს და თქვენ საშუალება გექნებათ თვალი ადევნოთ მისი შესრულების პროცესს სპეციალურ გრაფაში „ჩემი დაფიქსირებული საკითხები“; თქვენ მიერ დაფიქსირებული და შესაბამისი სამსახურის მიერ აღმოფხვრილი პრობლემები კი „ჩემი მოგვარებული საკითხების“ გრაფაში დაგხვდებათ.
გადმოწერეთ „ფიქს თბილისი“, იზრუნეთ საკუთარ ქალაქზე და მიიღეთ მონაწილეობა პროცესში, რომლის საშუალებითაც თბილისი გახდება უკეთესი ქალაქი საცხოვრებლად, სამუშაოდ და სათამაშოდ.